დავით გადელია: ანუ არც ბატონ თენგიზს და არც ჩვენ არანაირი პრინციპები არ გვაქვს და რასაც ჩაგვძახებენ- იმას ამოვძახებთ!..

დავით გადელია: ანუ არც ბატონ თენგიზს და არც ჩვენ არანაირი პრინციპები არ გვაქვს და რასაც ჩაგვძახებენ- იმას ამოვძახებთ!..

 ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:

„ეს რა ნაძირალა ყოფილა!! ფარისევლურად გამოთქვამს პატივისცემას ბატონი თენგიზის მიმართ და შემდეგ კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფას აყენებს მას და ყველა ექიმს- " მესმის თქვენი, მიცხოვრია სსრკს დროს და ვიცი რომ ასე გალაპარაკებენო!"... ანუ არც ბატონ თენგიზს და არც ჩვენ არანაირი პრინციპები არ გვაქვს და რასაც ჩაგვძახებენ- იმას ამოვძახებთ!.. ჯერ ერთი, ცერცვაძის პასუხში არანაირი პოლიტიკა არ ყოფილა- გასცა პასუხი აკადემიური კამათის დროს ოპონენტის მიერ არაწესიერი მეთოდების გამოყენებას. ჩემს თავზე კი შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკაში ყოფნისას, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს, მუდამ ოპოზიციაში ვიყავი და ვერცერთი, თუნდაც დღევანდელი ხელისუფლება, ვერ მათქმევინებს ვერაფერს, რაც სწორად არ მიმაჩნია. არც ვუსურვებდი ამ ახალგაზრდას იმ გზის გავლას, რაც მთავრობის მოწინააღმდეგებმა ყველა დროს გავიარეთ. ამ დროს თავად გადაჰყავს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში ამ კონტექსტით: " რას იზამთ მესმის თქვენი, ამ ხელისუფლების მონები უნდა იყოთ, სხვანაირად არაფერი გამოგივათო!"... ძალიან ვიკავებ თავს, რომ არ ვთქვა რისი ღირსიცაა. არც მინდა ავყვე იმ ძალებს, ვინც სპეციალურად ცდილობს ექიმების დაპირისპირებას. ნუ აყვებით! ნუ დაიწყებთ დაზომებას- ვის უფრო დიდი ფონედოსკოპი აქვს. ნუ გაახარებთ მტრის გულს!

...ბატონო თენგიზ! მოკრძალებით საყვედურს გეტყვით შეხვედრისას. არა იმიტომ, რატომ გაუყადრეთ თავი და ასე გააპიარეთ (მისივე სიტყვებია) ყველასთვის უცნობი ერთი რიგითი გასტერბაიტერი; ნებისმიერ, სულ ახალგაზრდა, სტუდენტსაც კი აუცილებლად თანატოლად უნდა ვეკამათოთ, აზრი პატივისცემით მოვისმინოთ იმ მომენტამდე, სანამ ეს კეთილი ზრახვებით ხდება. მაგრამ როგორც შეატყვეთ, რომ თავიდანვე ამას სკანდალურ-პროვოკაციული სახე ჰქონდა- არაფრით არ უნდა ჩაგეთვალათ პასუხის ღირსად!“