დიდ ბრიტანეთში, 23 აპრილს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყება

დიდ ბრიტანეთში, 23 აპრილს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეტ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაზე მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოვყოფთ ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებისთვის კლინიკური გამოცდების განსახორციელებლად. უკვე 23 აპრილიდან ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას დავიწყებთ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა.