საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4 816 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 571 მოქალაქე რჩება.

საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, 4 მათგანი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.