პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს მდგომარეობა 0.39 ქულით გაუმჯობესდა

პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს მდგომარეობა 0.39 ქულით გაუმჯობესდა

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2020 წლის წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 0.39 ქულით გაუმჯობესდა და ქვეყანა მე-60 ადგილს იკავებს. საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა, პოლონეთი, საბერძნეთი, იაპონია, უკრაინა, მალტა და უნგრეთი.

2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში, 2017 წელთან შედარებით, საქართველო სამი პუნქტით დაწინაურდა. კერძოდ, ქვეყანა 64-ე პოზიციიდან 61-ე ადგილზე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ქვეყანა ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში მე-100 ადგილზე იყო და 2013 წლიდან 40 საფეხურით დაწინაურდა. ექსპერტების შეფასებით, მე-60 ადგილი ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა.

Katana . ?
მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით ზომავენ ამ ინდექსში ადგილების გამანაწილებლები, მაგრამ პრესის თავისუფლება თუ იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტს შეუძლა დაწეროს და გამოაქვეყნოს ნებისმიერი რამე, რაც თავში მოუვა; ნებისმიერი ჭორი, რასაც ყურს მოჰკრავს; ნებისმიერი სახელმწიფო საიდუმლო, თუ რაღაცნაირად ხელი მიუწვდა მასზე; ლანძღოს და ცოცხალ-მკვდარი აგინოს ნებისმიერ თანამდებობის პირს - პრეზიდენტით დაწყებული და რიგითი საჯარო მოხელით დამთავრებული... მაშინ ჩვენი მე-60 ადგილი უსამართლობაა: ჩვენ პირველ ადგილზე უნდა ვიდგეთ!!!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სრულიად ვეთანხმები კატანას! ჩვენს ქვეყანას უცილობელი პირველი ადგილი უკავია პრესის თავისუფლების მიხედვით! და ეს ძალიან ცუდია, უარესი რომ არ შეიძლება ის არის! მეცოდება იმ 59 ჩვენზე მოწინავე ქვეყნების ხალხები! ღმერთო შენ გვიშველე!
5 წლის უკან