ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და ისრაელის პარლამენტის სპიკერის, ბენი განცის პარტია „კახოლ-ლავანმა“ შეთანხმებას მიაღწიეს სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ხელი მოეწერა შეთანხმებას ეროვნული მთავრობის შექმნის თაობაზე. შეთანხმებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და „კახოლ-ლავანის“ თავმჯდომარემ, ბენი განცმა“, - ნათქვამია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

შეთანხმების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუ პრემიერის პოსტს წელიწად-ნახევრის განმავლობაში დაიკავებს, რის შემდეგაც მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბენი განცი ჩაანაცვლებს. მანამდე კი ბენი განცი ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს.

ბოლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამეზე ადგილზე გასულ „არაბთა გაერთიანებულ სიას“ 13 მანდატი ხვდა წილად. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო.