რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: ჩინეთში თავისუფალი მედია რომ ყოფილიყო პანდემიას ავიცილებდით

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: ჩინეთში თავისუფალი მედია რომ ყოფილიყო პანდემიას ავიცილებდით

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჩინეთს თავისუფალი მედიის არარსებობის გამო აკრიტიკებს.

CCN-თან საუბარში, ორგანიზაციის ბრიტანეთის ბიუროს დირექტორი, რებეკა ვინსენტი აცხადებს, რომ ჩინეთში თავისუფალი მედიის პირობებში, კორონავირუსის გავრცელება ეპიდემიაში არ გადაიზრდებოდა.

მანამდე ორგანიზაციამ ამ თემაზე განაცხადება ვებგბერდზე გამოაქვეყნა.

„ჩინეთში, რომ თავისუფალი მედია ყოფილიყო, განგაშის ამტეხი პირები რომ არ გაეჩუმებინათ, შესაძლებელი იქნებოდა პანდემია თავიდან აგვეცილებინა. სიმართლის გამჟღავნება ყველაზე ადრეულ პერიოდში შესაძლებლობას მისცემდა მსოფლიოს უფრო ადრე და სერიოზულად ემოქმედა. შედეგები სახეზეა“, - აცხადებს რებეკა ვინსენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.