კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია – მედია

კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია – მედია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია- ამის შესახებ CNN-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ამერიკის დაზვერვა ამჟამად ამოწმებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

 

Katana . აუჰ, ამას რომ რამე მოუვიდეს, კორეა მეორედ ვეღარ გახდება მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში და ვერც მზეზე ავლენ ღამე, როცა ცივია...
3 წლის უკან