დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, მოდით, თავიდან ავიცილოთ ეს ტრაგედია. ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერც კი ხვდება, ეს რა ვირუსია - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს.
მისი თქმით, ქვეყნებმა, სადაც შემზღუდავი ზომების შერბილება იგეგმება, ეს ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა გააკეთონ. ამასთან, მან თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყონ დაავადების თითოეული შემთხვევის გამოვლინება, ტესტირება, იზოლირება და მკურნალობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ბოლო პერიოდში ჯანმო უამრავი სახელმწიფო დაუპირისპირდა და მისი რეფორმირება მოითხოვა, აშშ-მ დაფინანსებაც კი შეუწყვიტა. არსებობს ეჭვი, რომ ორგანიზაცია პანდემიის საწყის ეტაპზეინფორმაციას მალავდა და მსოფლიო საზოგადოება დროულად არ ჩააყენა საქმის კურსში.