გვარამიამ ლევან რატიანს “უხეში შეცდომების” სია გამოუქვეყნა – რაში

გვარამიამ ლევან რატიანს “უხეში შეცდომების” სია გამოუქვეყნა – რაში "გამოიჭირა" ტელეწამყვანმა პროფესორი?

ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც გუშინწინ ექიმ ლევან რატიანთან ინტერვიუ ჩაწერა, შემდეგ მიმართვას ავრცელებს:

“მეგობრებო, მე არც ვირუსოლოგი ვარ, არც ექიმი და არც ბიოლოგი. ლევან რატიანთან ინტერვიუში დავსვი ყველა შეკითხვა, რაც მაინტერესბდა მეც და, ვიმედოვნებ, საზოგადოებასაც. მგონია, საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და ბევრი რამ ახალი გავიგეთ კორონავირუსზეც და ბატონ რატიანზეც.

ლევან რატიანმა შეცდომები დაუშვაო, მწერენ. რამდენიმეს მეც მივხვდი და ჩავეკითხე, მაგრამ ეთერში ლიკბეზით ვერც და არც დავკავდებოდი მედიცინის პროფესორის მედიცინაში-ბიოლოგიაში გასანათლებლად. ბევრი საკითხი ჩემი ცოდნის მიღმა იყო და მე ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ დავადგენ, შეცდომა იქნა დაშვებული თუ არა.

აქვე ვაქვეყნებ ჩემთვის მოწერილ მითითებებს, რესპოდენტის მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებზე. ჩემი აზრით, ყურადსაღებია და თუ ბატონი ლევან რატიანი ჩათვლის საჭიროდ პასუხის გაცემას, ეთერს ისევ დავუთმობ. ისე, რატიანის არაანონიმურ კრიტიკამდე ჩვენი ექიმები ჯერ ვერ მივიდნენ, გულში აგინებენ და მე მწერენ, პასუხი როგორ ვერ გავეცი…

- ვირუსებს არაერთხელ უწოდა “უჯრედები”. ეს ისეთი უხეში შეცდომაა ბიომედიცინაში, მაგალითად, ასტრონომიაში პლანეტებს ვარსკვლავები რომ ვუწოდოთ. ვირუსი არაუჯრედული (სუბუჯრედული) წარმონაქმნია და ნებისმიერ უჯრედზე გაცილებით პატარა და მარტივია. უჯრედი ცოცხალია, ვირუსი – არაცოცხალი (რამდენადაც საკვირველი არ უნდა გეჩვენოს). ვირუსი უჯრედის “შიგნით” მრავლდება.

- ეოზინოპენია ლიმფოპენიასთან პარალელურად უკვე თებერვლიდან არის ცნობილი და ის არანაირად არ წარმოადგენს “ქართულ” ფენომენს. თებერვალში ამაზე უკვე გამოქვეყნებული ქონდათ არაერთი სტატია ჩინელებს.

- კორონავირუსს მაღალი მუტაციის უნარი არ გააჩნია და სრულიად არარელევანტური იყო მუტაციის დასახელება სამკურნალო პრეპარატის არქონის მიზეზად. ესეც ძალიან უხეში შეცდომაა.

- გრიპის ვირუსი გაცილებით უფრო მაღალი მუტაციით ხასიათდება, ვიდრე კორონავირუსი. ამიტომ უხეში შეცდომა იყო დაშვებული ღორის გრიპის ვირუსის უფრო ნაკლებად მუტირებად ვირუსად დასახელება.

- ჰიდროქსიქლოროქინის და აზიტრომიცინის კომბინაციაზე ძალიან ბევრი კრიტიკაა და ისევ ამ კომბინაციის წარმოჩენა როგორც წამყვანი მკურნალობა, არ არის სწორი.

- კორონავირუსი რნმ ვირუსია და არა დნმ ვირუსი (თქვენს საუბარში გაჟღერდა, რომ დნმ ვირუსიაო).

- PCR ტესტებზე სრული აბრაკადაბრა იყო".

ტარო1 წადი შენი...
5 წლის უკან
mamago ახ შენ მზე-კაცა, მაგრამ იმანაც მიქარა შენთან, რომ მოვიდა!
5 წლის უკან
realoba აბ ჰე, ექიმები ყველანი დამწკრივდით და ბევრჯერ მიდით კიდე რუსთავი 2–ში და თქვენს წარმატებებს ისე გადაგიქცევენ წარუმატებლობებად მალე მოღალატეებადაც კი გადაგაქცევენ. ახი არ არის ეხლა თქვენზე?
5 წლის უკან
სერმინე ახია, ბატონ ლევანზე, არ იცოდა, ვისთან მიდიოდა?
5 წლის უკან
Katana . მე რა მაინტერესებს: აი, ეს ხალხი, ლევან რატიანზე, ამირან გამყრელიძეზე, პაატა იმნაძეზე, თენგიზ ცერცვაძეზე უკეთ რომ ერკვევა ბიოლოგიაშიც, ვირუსოლოგიაშიც, ეოზინოპენია-ლიმფოპენია-მუტაციებშიც... რა საქმით არიან დაკავებული პრაქტიკულად - ლობიოს სარებს თლიან თუ ასფალტს აგებენ ხაშურის შემოვლით გზაზე?
ერთი, "მიუშვით ღუმელთან" ეს ხალხი, მიეცით ასპარეზი, - იქნებ რა ახალი სიტყვა უნდა თქვან კორონოლოგიაში! :)
5 წლის უკან
Maverick ქათამ გვარვარამიას კვერცხები შეუგზავნეთ "მთავარზე" , ტლიკინის მაგივრად ეგებ საქმე აკეთოს და წიწილები გამოჩეკოს!
5 წლის უკან