გამოძიება შესაძლოა დავით კირკიტაძითაც დაინტერესდეს. ქვემო ქართლის გუბერნატორს რუსთავში მდებარე ეწ. სტამბულის ბაზრის ყოფილი დირექტორი უჩივის. მეწარმე პრეზიდენტის რწმუნებულს ზეწოლასა და კუთვნილი ქონების წართმევაში ადანაშაულებს. საქმეში ფიგურირებენ სხვა მაღალჩინოსნებიც-მათ შორის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე. შანტაჟი, მუქარა და ბოლოს ქვეყნიდან გაქცევა-ნახეთ, როგორ დაკარგა მეწარმემ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კუთვნილი წილი.