ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"დღემდე მეგონა აქაური სკოლა სამხედრო ექიმმა და ქოლერის ანაკონდად ცნობილმა ცხონებულმა ვახტანგმა დაარსა. თურმე ნიკა გვარამიას და მიჰას დაუარსებია. თანაც, ამერიკაში უსწავლია კაცს და ი მ
ამერიკას დედა არა ყავს ამ ბრძოლაში. ხან ჩინელებს უხსიან მადლობას დახმარებისთვის და ხან ევროპელებს. გამყრელიძე, ცერცვაძე, ენდელაძე და ეზუგბაიასაც ამერიკული სერთიფიკატებით აქვს კედლები გადაჭედილი ალბათ.
ასე იცის დავალებამ და ვალდებულებებმა. ვიდრე მის პუნტულა ლოყებზე მომწერთ, გაიაზრეთ რაც დავწერე. ნეპოტიზმი არ მამოძრავებს, დედას გეფიცები სულ სააკაშვილის შექმნილი რომ იყოს ქართული ეპიდემიოლოგია, ამას მაინც დავწერდი. ეშმაკისგან დავალებული კაცი ვერასდროს გახდება ანგელოზი. გუშინ ნაცსექტამ შესანიშნავად გაართვა თავი მართლაც თავდაუზოგავი და პროფესიონალი ექიმის(ექიმების) ლაფში ამოსვრას...
ხან გამყრელიძეს უტრიალეს, ხან იმნაძეს, ცერცვაძეს, ეზუგბაიამ საერთოდ ბრიფინგი ჩაშალა, ვიდრე ნაცტელევიზია აქ იდგება, არ ვილაპარაკებო. ბოლოს ისევ ეს ბიჭი გამოაჭენეს გასაწირად..."