ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ხომ არის სუპერ-სიგიჟე?

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ხომ არის სუპერ-სიგიჟე?

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

წარმოიდგინეთ, ძებნილი და გასამართლებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი დადის მსოფლიოს დედაქალაქებში, ხვდება სერიოზულ ხალხს, ბანკირებს, პრეზიდენტებს, და სხვა ქვეყნის, საქართველოს, ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით ფულს ითხოვს, თან ითხოვს მილიარდებს.

ხომ არის სუპერ-სიგიჟე?

ეხლა წარმოიდგინეთ, რომ გასამართლებულს და ძებნილს, საქართველოს ხელისუფლებამ მიანიაჭა სპეციალური წარმომადგენლის სტატუსი და უთხრა "ფული გვიშოვეო".

ეს იქნებოდა... არ ვიცი რა სიტყვა მოვიშველიო...

ამ სუპერ-სიგიჟეზე "სერიოზულ" კომენტარებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, და ეს პიარი გაიწელება, ალბათ, ორი კვირა.

"ევსაქებიდან" აქტიურობს ვითომ ინტელექტუალი, მაგრამ მაგ პარტიაში ყველაზე უტვინო სერგი კაპანაძე. ეტყობა მოენატრა ის დრო, როცა მიშას პარტიაში იყო...ის ხან ბოკერიას კოპირებას ცდილობს, ხან მიშაზე გიჟდება...

დაკარგულია, მოკლეთ...

აი, ამ სიგიჟეების მერე არჩევნებს რომ წააგებენ პირწმინდად, მერე ვის უნდა დააბრალონ?

ხალხი ყველაფერს ხედავს და ამათ ეს ხალხი შტერი ჰგონიათ...