საჯარო მოხელეები ნაციონალურ მოძრაობას უჩივიან. ხონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დღეს პირველად ამბობენ, რომ თვეების განმავლობაში ხელფასის 10 %-ს პარტიის ანგარიშზე რიცხავდნენ. პროკურატურაი შეტანილი საჩივრის ავტორები ძველი უმრავლესობის წარმომადგენლებს ზეწოლაში ადანაშაულებენ და თანხის დაბრუნებას ითხოვენ, თავის დროზე დუმილის მიზეზად კი შიშს ასახელებენ. ხელფასის ნაწილის ჩამოჭრას ნაციონალების ხონის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ადასტურებს, თუმცა აკაკი ბობოხიძის ძმა ამტკიცებს, რომ ასეულობით ლარი გაჭირვებულ ადამიანებს ხმარდებოდა. საჯარო მოხელეები პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე დაიბარეს.