მეუფე სპირიდონი: ლიბერასტული წრეებისგან არის მცდელობა, რომ რაღაც დაგვათმობინონ

მეუფე სპირიდონი: ლიბერასტული წრეებისგან არის მცდელობა, რომ რაღაც დაგვათმობინონ

„არის მცდელობა ლიბერასტული წრეებისგან, ასევე ტელევიზიებისგან, რომ რაღაც დაგვათმობინონ - ისტორიული ტრადიციიდან გადაგვახვევივონ“, - ამის შესახებ სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი ქადაგებაში საუბრობს.

მისი თქმით, ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ აჭარაში ეკლესიები დაკეტილი იქნება და ლიტანიობა დილით ჩატარდება, თუმცა ეპისკოპოსი განმარტავს, რომ მის ეპარიაში ასე არ ხდება.

„ჩვენი ეპარქიაც აქაა და ასე არ ხდება ჩვენთან, ვიდრე აქ ვარ ეს არ იქნება. მთავრობამ მოგვცა ამის საშუალება - 9-მდე მოვიდესო ხალხი ეკლესიაში და 6-მდე იყოსო. მთავრობა გეუბნება, უფრო მეტი ილოცეო. რატომ უნდა დავარღვიო საუკუნოვანი ტრადიცია, რატომ უნდა შევცვალო ჩვენი მამების დადებული მიჯნა, რომელიც საუკუნეებია, გრძელდება. ე.ი. ვიღაცის გავლენის ქვეშ ვარ, თორემ რატომ? ამიტომ, ჩვენთან ჩატარდება ღამის თევით. თუ ვინმე ძალით მოვა, ეკლესიას აჭედავს,ტანკებს დააყენებს და ავტომატით დადგება, გასაგებია, მაგრამ არ არის ეს ასე, გეუბნება, უფრო მეტი ილოცეო.

რატომ კრძალავენ დღეს ძალები ეკლესიაში მისვლას - მე არ ვამბობ, რომ ეს ქართული თემა. პირიქით, ქართველი ხალხი მონდომებულია, რომ ეკლესიაში იარონ - ძალიან დიდი ზეწოლაა როგორც პოლიტიკური მუქარით, ისე ფინანსური. ამას უნდა გაუძლოს ჩვენმა ხალხმა, მთავრობამ, მხედრობამ, ექიმებმა. მტკიცედ უნდა დადგნენ და ყველაფერი კარგად იქნება. უმძიმესი ცოდვაა, რომ ეკლესიაში არ წახვიდეთ.

ამიტომ ყველას ვემუდარებით, ცოდვას მოერიდოთ. ცუდია, რომ ტელევიზიები გვლანძღავენ და მთავრობას ეჩხუბებიან, რატომ არ კეტავთ ეკლესიასო, მაგრამ ჩვენ ისინი მაინც გვიყვარს და ვევედრებით უფალს, რომ ისინი მოექცნენ. ხელისუფლებას ბევრი რამ შეუძლია, მიეხმარეთ ხალხს, რომ ეკლესიაში მივიდნენ“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

trampi ვერ გავიგე........კი მაგრამ მაინც და მაინც აღდგომის ღამეს გადადის ეს ვირუსიიი??
დილით? თუ მუცლის გვრემა ზოგ-ზოგებს მაინც და მაინც აღდომაზე ააქვთ??
5 წლის უკან