ჩვენი მიზანი არ არის მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნა, ზომების გამკაცრება ეხება და გულისხმობს ქალაქში ნაკლებ გადაადგილებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
„ნებისმიერი შეზღუდვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და დანიშნულებაა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მობილობა. არავის სჭირდება და არგია ვინმეს დისკომფორტი. უკაცრავად ყველასთან, თუკი ვინმეს ამ ყველაფრით დისკომფორტი ექმნება, მაგრამ ამის მიზანი არის მობილობის და ადამიანების კონტაქტის შემცირება“, - აღნიშნა მდინარაძემ.
დღეს, 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება.
საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.