მიტროპოლიტი დავითი: ალავერდის ტაძარში ღამისთევის მსახურება იქნება. მრევლი გადაწყვეტს, როგორ მოვიდეს

მიტროპოლიტი დავითი: ალავერდის ტაძარში ღამისთევის მსახურება იქნება. მრევლი გადაწყვეტს, როგორ მოვიდეს

ალავერდის საკაათედრო ტაძარში სააღდგომო მსახურება ღამისთევით ჩაატარდება, - ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა.

მეუფე დავითის განმარტებით, ტაძარში მოვა თუ არარევლი, თავად გადაწყვეტს ისე რომ კანონი არ დაარღვიოს.

„ღამისთევა იქნება ალავერდის ტაძარში. მრევლი, რომელიც ვერ შეძლებს მოსვლას სახლში დარჩება და მეორე დილით 07:00 საათზე მივლენ სამრევლო ტაძრებში. აქ ღამისთევა 23:30 წუთზე დაიწყება. მრევლი თვითონ გადაწყვეტავს, როგორ მოვიდეს, დაიცავენ კანონს და აღასრულებენ თავის სარწმუნოებრივ მოთხოვნილებებს,“ - აღნიშნა მეუფე დავითმა.

მიტროპოლიტის თქმით, მთავრობის გადაწყვეტება ავტოსანტრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ ყოფილა.

დღეს დილით ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა გარდამიხსნის ლოცვები წაიკითხა. ტაძარში მსახურების დროს სასულიერო პირები, მონასტრის წევრები და მრევლი მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი. დისტანციას კი სტიქაროსნები არეგულირებდნენ.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 79 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.