რამდენი პატიმარი შეხვდება ახალ წელს საკუთარ სახლში და რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია - ამ საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. დეპუტატები აცხადებენ, რომ მსჯავრდებულების გათავისუფლება იქნება საქართველოში ყველაზე მასშტაბური ჰუმანური აქცია, თუმცა, უმცირესობის წევრები სწორედ მასშტაბურობის გამო მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ.