გენშტაბის ახალი უფროსი(VIDEO)

გენშტაბის ახალი უფროსი(VIDEO)

თავდაცვის მინისტრის შემდეგ გენშტაბის ახალი უფროსი დღეს პრეზიდენტმა წარადგინა. ირაკლი ძნელაძის კანდიდატურა ალასანიასა და სააკაშვილს შორის მიმდინარე ორთვიანი კონსულტაციების შედეგად შეირჩა. თუმცა ვრცელდება ვერსია, რომ ის გარდამავალი პერიოდისთვის შერჩეული დროებითი კადრია. პოლკოვნიკი ძნელაძე შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს, ბოლო პერიოდში ის უკრაინაში, მოლოდოვასა სა ბელორუსში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო.