ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს სააკაშვილიც. შედგება თუ არა მეორე აუდიენცია-საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მოლაპარაკებას სთავაზობს. ქვეყნის პირველი პირი დღეს არსებულ ვითარებას პოლიტიკურ ჩიხს ადარებს და საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეზე საუბრობს. თუ ივანიშვილი შეთავაზებას მიიღებს, სააკაშვილი მასთან კონკრეტული წინადადებებით აპირებს მისვლას. პრეზიდენტთან ინტერვიუ ფაინენშალ თაიმსშია გამოქვეყნებული.