კარლ ჰარცელმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი მოულოცა

კარლ ჰარცელმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი მოულოცა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში 9 აპრილის ტრაგეედიდან 31-ე წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება.

„ვულოცავ საქართველოს 9 აპრილს, ამ დღეს ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობს და იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებიც 1989 წელს საბჭოთა სამხედროებს წინ აღუდგნენ და ტრაგიკულად დაიღუპნენ. მათი მსხვერპლი არასდროს იქნება დავიწყებული“, - წერს ჰარცელი.

მანამდე ამ თარიღს დიდი ბრიტანეთის ელჩი და საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურნენ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.