სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანს კორონავირუსი დაუდასტურეს!

სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანს კორონავირუსი დაუდასტურეს!

„კორონავირუსთან ბრძოლის 10 დღე დასრულდა, ეს საზიზღარი ვირუსიც კი ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებას და დაიწყო უკან დახევა“ – წერს სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში.

„აღარ დავიწყებ სიმპტომების შესახებ მოყოლას, რადგან 10 დღეში ყველა სიმპტომი მქონდა, რაც ამ ვირუსს ახასიათებს. საჭიროდ ვთვლი გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება:

იყავით იზოლირებული და თავად იზრუნეთ თქვენს ჰიგიენაზე, ოთახის დალაგებიდან დაწყებული ჭურჭლის დარეცხვით, რომ ოჯახის წევრებს აარიდოთ კონტაქტი.

ოთახი, სადაც იმყოფებით, სისტემატიურად გაანიავეთ, თუნდაც ციოდეს. დანაყული ნიორი, მუდმივად გედგათ თავთან და ცვალეთ 24 საათში ერთხელ, ეს არის ბუნებრივი ანტისეპტიკი და სუნთქვას გაგიადვილებთ!

თუ გაწუხებთ წნევა, ან სხვა ქრონიკული დაავადებები, მიმართეთ ექიმს და მიიღეთ ის წამლები რასაც ექიმი დაგინიშნავთ.

ეკონტაქტეთ მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებს… მოკლედ ბევრის წერის თავი არ მაქვს, მაგრამ ამ კორონასაც გადავაგორებთ, მთავარია ადამიანები დარჩნენ ისეთივე კეთილები, როგორიც დღეს არიან! გისურვებთ ჯანმრთელობას!“