ნათია თურნავა: პოსტკრიზისულ გეგმაში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება წავახალისოთ

ნათია თურნავა: პოსტკრიზისულ გეგმაში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება წავახალისოთ

ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან მიღებული გაქვს დავალება, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ადგილობრივი წარმოების წახალისება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, „აგარის შაქრის“ კომბინატში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას ორ თვეში აამუშავებენ.

„ჩვენს პოსტკრიზისულ გეგმაში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ადგილობრივი წარმოება წავახალისოთ . მინდა განვმარტო, რომ ეს ძალიან კარგად ებმის იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებდა, ეს არის საქართველოს უფრო მეტად მიმზიდველ საინვესტიციო პლატფორმად გადაქცევის პოლიტიკა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო რეიტინგებში როგორც ბიზნესის მიმზიდველობისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყანა და ახლა ეს მნიშვნელობას იძენს, იმიტომ რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მსოფლიოში, გლობალურ ეკონომიკაში მოხდება ძალიან ბევრი ძვრა, გაჩნდება მოთხოვნა ისეთ ალტერნატიულ ბიზნეს პლატფორმებზე, სადაც ბევრი ტრადიციული ბიზნესი გადაინაცვლებს. ყველა ქვეყანა ეცდება უფრო მეტი დივერსიფიკაცია იყოს გეოგრაფიული და საქართველო უნდა იყოს პირველი არჩევანი“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 48 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.