ABC News: აშშ-ის დაზვერვა 2019 წლის ნოემბერში თეთრ სახლს აფრთხილებდა, რომ უხანში საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდება

ABC News: აშშ-ის დაზვერვა 2019 წლის ნოემბერში თეთრ სახლს აფრთხილებდა, რომ უხანში საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდება

აშშ-ის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდნენ თეთრ სახლს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანში მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ინფექცია ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ABC News-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საშიშროება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა, როგორც კორონავირუსია ცნობილი, დეტალურად იყო აღწერილი სამედიცინო დაზვერვის ეროვნული ცენტრის ნოემბრის ანგარიშში. ანგარიშიკომპიუტერული და სხვა ტიპის შეტყობინებებზე დაყრდნობით მოპოვებული, ასევე, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მეშვეობით მომზადდა.

„ანალიტიკოსები დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს შესაძლოა კატასტროფული ხასიათის მოვლენა ყოფილიყო. ამის თაობაზე პენტაგონის სადაზვერვო სამმართველო, გაერთიანებული შტაბების კომიტეტი და თეთრი სახლი არა ერთხელ გააფრთხილეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვიდს მდივანი მარკ ესპერი გამოეხმაურა. მისი თქმით, მას მსგავსი რამე არ ახსოვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.