გამოძიება შესაძლოა კოტე კუბლაშვილით დაინტერესდეს(VIDEO)

გამოძიება შესაძლოა კოტე კუბლაშვილით დაინტერესდეს(VIDEO)

გამოძიება შესაძლოა კოტე კუბლაშვილით დაინტერესდეს. „უფლებადამცველთა გაერთიანება" და სამსახურიდან გათავისუფლებული 7 მანდატური პროკურატურას განცხადებით მიმართავს. საჩივრის ავტორები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება, პოლიტიკური დაკვეთები და სისტემის მთლიანი პოლიტიზირება-ყოფილი მანდატურები კონკრეტულ კანონდარღვევებს ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ თავის დროზე სამსახური პოლიტიკური ნიშნით დაკარგეს. სანამ პროკურატურიდან გამოხმაურება იქნება, მანამდე ყოფილი მანდატურების სამსახურში აღდგენის საქმეს სასამართლო განიხილავს.