ამერიკის საელჩო საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატისა და მისი წევრი კომპანიების საქმიანობას ეხმაურება და COVID-19-თან ბრძოლაში გაწეული თანადგომისთვის მადლობას უხდის.
„COVID-19-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. ეს არის გამოწვევებით აღსავსე დრო ბიზნესისა და ინდივიდებისთვის. მივესალმებით საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასა და მის წევრ კომპანიებს ყველაფრისთვის, რასაც ისინი საქართველოში COVID-19-ის საპასუხოდ აკეთებენ,“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.