პროტესტმა გაჭრა. იური მეჩითოვი და ხათუნა ხუნდაძე დააქვეითეს. ცნობილი ფოტოხელოვანი და ხელოვნებათმცოდნე კულტურის მინისტრის მოადგილეები აღარ იქნებიან. ორივე მათგანი დეპარტამენტებში გადაინაცვლებს, თუმცა ჯერ უცნობია-კონკრეტულად რა პოზიციებს დაიკავებენ. გადაწყვეტილების მიზეზი ის აჟიოტაჟი გახდა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებს მოჰყვა. ხათუნა ხუნდაძის შემთხვევაში ეს იყო ფეისბუქზე გამოქვეყნებული უცენზურო ფრაზები, იური მეჩითოვს კი საქართველოს კუთხეების წარმომადგენლებზე გაკეთებული კომენტარები დაუწუნეს. საკადრო ცვლილების შემდეგ კულტურის სამინისტროში ორი მოადგილის პოსტი კვლავ ვაკანტურია.