ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური-ბლინი 10 წუთში

ტაფაზე გამომცხვარი ხაჭაპური-ბლინი 10 წუთში

ინგრედიენტები

გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 200 გ

კამა - 100 გ

კვერცხი - 2 ცალი

არაჟანი - 200 გ

ფქვილი - 2 ს/კ

ზეთი - 2 ს/კ

მომზადების წესები

მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი: გახეხილი ყველი, 2 კვერცხი, არაჟანი, კამა და 2 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი.

აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. არ ათქვიფოთ.

გაახურეთ ზეთიანი ტაფა და დაასხით ყველის მასა.

დაბრაწრეთ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.

ცალ მხარეს თავდახურულ ტაფაში შეწვით, შემდეგ ფრთხილად ამოაბრუნეთ და მეორე მხარეს თავახდილი შეწვით.