კეილი მაკინანი დონალდ ტრამპის პრესმდივნად დაინიშნა

კეილი მაკინანი დონალდ ტრამპის პრესმდივნად დაინიშნა

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური წარმომადგენელი კეილი მაკინანი თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელად დაინიშნა.

31 წლის კეილი მაკინანი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა თანამდებობა დატოვა. როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, იგი კვლავ გაუძღვება აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის აპარატს.