ამირან გამყრელიძე: ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ „ცეფეიდმა“ ტესტები რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს

ამირან გამყრელიძე: ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ „ცეფეიდმა“ ტესტები რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს

საქართველოს მთავრობა 45-წუთიანი სწრაფი ტესტების შესყიდვაზე მუშაობს. ამის შესახებ ონლაინ-ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ტესტებს კომპანია „ცეფეიდი“ აწარმოებს, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

„ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს უკვე „ცეფეიდში“. ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს დიპლომატიური არხებით, ასევე სხვადასხვა არხებით, რომ „ცეფეიდმა“ რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს, იმიტომ რომ უკვე, მოგეხსენებათ, დაზიანებული ქვეყნები, როგორებიც არის იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, მათაც ძალიან უნდათ ეს ტესტები, ამიტომ ზოგადად დეფიციტია ტესტების მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ. ჩვენ შეკვეთილი გვაქვს 10 ათასი ეს ტესტი, შემდგომ კიდევ 10 ათასი, შემდეგომ კიდევ 10 ათასი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.