ნინო ხაჩიძე: ყველაფერი იყიდება და ეს მყიდველის კი არა, საკუთარი თავის გამყიდველების ამბავია

ნინო ხაჩიძე: ყველაფერი იყიდება და ეს მყიდველის კი არა, საკუთარი თავის გამყიდველების ამბავია

ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:

„სახელსა და გვარს არ ვიტყვი - 4-თვიანი პროექტი იყო, ჟურნალისტებისთვის ეკონომიკის თავისებურებების სწავლების. გაქანებული 2010 წელია (ეს არსებითია, ხაზს იმიტომ ვუსვამ). შუადღისკენ, სამხარზე, ყავას რომ ვსვამდით, ერთი კოლეგა და სხვების, ყვებოდნენ, როგორ წვალობდნენ სიუჟეტების მოსამზადებლად, რომ "ნაციონალური" ხელისუფლების გადაწყვეტილებები "გაეპრავებინათ" (ჩემთვის და ყველასთვის ეს ისედაც ცხადი იყო და არის, ანუ მექანიზმი), სხვათა შორის, მინისტრებთან ერთად. ისიც კი თქვეს, როგორ ჩაწერეს გლეხები სხვა თემაზე და კომენტარები გამოიყენეს სიუჟეტისთვის, რომელიც აშუქებდა მთავრობის გადაწყვეტილებას მიწის გადასახადის გაზრდის შესახებ (ანუ, კარგიაო, გლეხები ამბობდნენ). მე მითხრა ერთ-ერთმა, რა მაგარია, იმის წერა რომ შეგიძლია, რაც გინდაო (მას ეგონა, სუ ია-ვარდით იყო ეს გზა ფენილი). მე ვუპასუხე, შენც შეგიძლია და არ "გიტყდება", რასაც აკეთებ-მეთქი?! ორი შვილი მყავს, რა ვქნაო (შვილი მეც მყავს, ცნობისთვის ), მაშინ ერთი გაყიდე და იმაში აღებული ფული მეორეს მოახმარე-მეთქი.

ისე გაუფართოვდა თვალები, თითქოს ორივეს არ ჰყიდდიდა იმით, რასაც აკეთებდა, თუმცა არაფერი უპაუხია.

რაც მთავარია - ისიც, მისი ხელმძღვანელებიც, ვისაც ემსახურებოდა, ვისთან ერთადაც გეგმავდა სიუჟეტებს და არა მხოლოდ ის, დღეს განგაშის ზარებს ტეხენ, თავისუფალი სიტყვა საფრთხეშიაო.  ნუ - მეორე ნაწილი გადაბარგდა ახლანდელი ხელისუფლების ბანაკში, ცხადია, მატერიალური დაინტერესების ამბავში (ბოლოს და ბოლოს, ლამის ზუსტადაა ცნობილი, ვინ და ბენეფიტი მიიღო, თვით თანხის ოდენობით ლამის).

მოკლედ - ყველაფერი იყიდება და ეს მყიდველის კი არა, საკუთარი თავის გამყიდველების ამბავია

  1. S. ჩემი შვილი უყურებს ხოლმე საინფორმაციოებს (მე ხომ, მინიმუმ, 10 წელია, მხოლოდ ვკითხულობ ინფოებს), აი, გაფუჭებული პატეფონივითაა ჩახვეული ეს სწრაფი ტესტები. რესპონდენტების (ვისზეც, უდიდესი ალბათობით, მუშაობს ტევე-პირველი) პასუხები ითხოვს სულ სხვა შეკითხვას, მაგრამ ყოველი მესამე შეკითხვა უკავშირდება სწრაფ ტესტებს.

"მთავრის" ამბავი გასაგებია, მაგრამ ამათ, ნეტავ, "რამდენი შვილი" ჰყავთ?!“