თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის (ვიდეო)

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის (ვიდეო)

თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე კორონავირუსით ინფიცირებულ სტიქაროსანზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს შემთხვევა არის ოჯახის დაუდევრობა არც ეკლესიის ბრალია და არც სასულიერო პირის. „ვირუსი ეკლესიიდან არ გადადის,“ - აცხადებს მამა სერაფიმე.

„ვირუსი ეკლესიის კედლიდან არ გადადის.ყველა ტაძარი და მათ შორის ჩვენიც დეზინფექცირებულია. ყოველთვის ამ დეზინფექციას ჩვენ ვატარებდით.თუნდაც ხატები და თუნდაც საკურთხეველი. ყველა ის ნივთი და ის ხატები, რომლებიც ტაძარში არის დაბრძანებული. ჩვენი მსახურებით, ხსნარებით, სპირტით ვამუშა​ვებთ, როგორი მითითებაც და სწავლებაც გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსგან, “- აცხადებს მამა სერაფიმე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი კორონავირუსით დაინფიცირდა.