ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის N78 -ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სადარბაზოს არემონტებენ. აღნიშნულ მისამართზე, 24 ოჯახი ცხოვრობს. მიმდინარე პროექტი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, დაათვალიერა. აღნიშნულ სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით კონტაქტორი კომპანია ასრულებს, და მისი ღირებულება 12,000 ლარია. მსგავსი სამუშაოები რაიონში, კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.