ჩერნობილთან ტყის ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

ჩერნობილთან ტყის ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება

ჩერნობილთან ტყის ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მეხანძრეებმა ამ დროისთვის ქრობის პროცესში 174 ტონა წყალი გამოიყენეს. ხანძარს 124 მეხანძრე და 28 ერთეული ტექნიკა ებრძვის. ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერის დამუშავება მიმდინარეობს, საერთო ფართობი კი 25 ჰექტარია.

ტყის ხანძარი ჩერნობილთან 4 აპრილს გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ცეცხლი 100 ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.