დიდი ბრიტანეთის მთავრობა: ბორის ჯონსონი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული არ არის

დიდი ბრიტანეთის მთავრობა: ბორის ჯონსონი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული არ არის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი სწრაფად რომც გამოჯანმრთელდეს, გარკვეული პერიოდი მუშაობას ვერ შეძლებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში განაცხადეს.

მინისტრთა კაბინეტის წევრის, მაიკლ გოუვის განცხადებით, ბორის ჯონსონი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული არ არის და მას ჟანგბადი მიეწოდება.

6 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში 5 აპრილს გადაიყვანეს. ასეთი ნაბიჯი სპეციალისტებმა სიფრთხილის გამო მიიღეს, რადგან ჯონსონს კორონავირუსის სიმპტომები უკვე 10 დღის განმავლობაში აქვს. შესაბამისად, ექიმებმა მისთვის დამატებითი ტესტების ჩატარება გადაწყვიტეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეცვლის მანამ, სანამ უკანასკნელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.