ერაყში ამერიკული ნავთობკომპანიის ობიექტებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ერაყში ამერიკული ნავთობკომპანიის ობიექტებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ერაყის ქალაქ ბასრაში ამერიკული ნავთობკომპანიის ობიექტებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მისი ცნობით, ნავთობკომპანიის საწარმოების მიმართულებით გაშვებულ 3 რაკეტას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ნავთობკომპანიის ობიექტებზე განხორციელდა თავდასხმა, ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.