ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვზე გადაიყვანეს. ისინი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში კვლავ ერთ შენობაში იქნებიან, თუმცა ერთმანეთთან კონტაქტი არ ექნებათ. სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, ეს ეტაპირების დაწესებულებაში რემონტის დასრულებას უკავშირდება. ოქრუაშვილი მატროსოვზე გუშინ, პირდაპირ სასამართლოდან წაიყვანეს, ბაჩო ახალაია კი იქ მე-7 დაწესებულებიდან მოხვდა. დესვე სუბარი ახალაიას გადაყვანის კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს - დაკავებულს არ ექნება კონტაქტი მათთან, ვისთანაც მისი კავშირი არ იქნება სასურველი გამოძიების მიმდინარეობსთვის. გარდა ამისა, ახალ სამყოფელში ახალაიას ისეთივე პირობები აქვს, როგორიც #7 დაწესებულებაში ჰქონდა.