მთავარი პროკურორი ჟურნალისტების კითხვებს ყოველ სამშაბათს უპასუხებს. მიზანი საქართველოს პროკრუატურის მხრიდან საზოგადოების ინფორმირებულობის გაძლიერებაა. ციხეში წამების ამსახველი ფაქტები, ვანო მერაბიშვილის დაკითხვის და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე, ამ და სხვა გახმაურებული საქმეების შესახებ არჩილ კბილაშვილს შეკითხვები უკვე დაუსვეს, გვანცა პაპავაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პროკურორის პრესკონფერენციას დაესწრო და დეტალურად გვეტყვის, რა თემებზე გამახვილდა დღეს ყურადღება.