იტალიაში ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19-ს 525 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 19 მარტიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ჰოსპიტლებში იმყოფება ან ვისაც ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროება.
იტალიაში ინფიცირების 124 632 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 362 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.