ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. გურამ ოდიშარიას და რიჩარდ ნორლანდის შეხვედრას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში ბეი ფენგი და საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ბეი ფენგმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხალხთა შორის სამუშაო კომისიის შეხვედრის მხარდაჭერა იყო, რომელიც თვის ბოლომდე ვაშინგტონში გაიმართება. შეხვედრაზე კულტურის სფეროში ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.