საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი 2014-2017 წლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებსა და იმ რეფორმებს შეეხო, რომელიც საქართველოში რეგიონული განვითარების თვალსაზრისით იგეგმება. ყურადღება განსაკუთრებით რეფორმების მიმდინარეობის პროცესში თვითმმართველობების ჩართულობაზე გამახვილდა.ევროკავშრიმა აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში საქართველოს მზადყოფნა გამოუცხადა.