კორონავირუსის გამო საფრანგეთში 6 ათასზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსის გამო საფრანგეთში 6 ათასზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს

​კორონავირუსის პანდემიის გამო საფრანგეთში ციხეებიდან 6 266 პატიმარი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია AFP-ზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს ინფორმაციით, პირველი აპრილის მონაცემებით 188 ციხეში 66 309 პატიმარი იმყოფებოდა. ორი კვირით ადრე კი მათი რაოდენობა 10%-ით მეტი იყო.

მანამდე სამინისტრომ იმ პატიმრების ვადამდელი გათავისუფლების კამპანია წამოიწყო, ვისაც სასჯელის აღკვეთის ვადა ეწურება ან ჯანმრთელობასთან პრობლემები აქვთ. პატიმრების რაოდენობის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი ეპიდემიის ფონზე იურიდიული აპარატის შენელებული მუშაობაა.

საფრანგეთში ჩOVID 19 48 პატიმარს და ციხეების 114 თანამშრომელს დაუდგინდათ.

 

 

Katana ...და ახლა ის პატიმრები ფულს აგროვებენ, თურმე, რომ სადმე ლუვრთან ახლოს ძეგლი დაუდგან კორონას.
3 წლის უკან