ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 94% უკვე გამოჯანმრთელდა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 94% უკვე გამოჯანმრთელდა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 94% უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

ამჟამად ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული 1562 ადამიანი რჩება, რაც დადასტურებული შემთხვევების 2%-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთში 81 639 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 76 751 განიკურნა, 3 326 კი გარდაიცვალა.