ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს: ჩვენ ომს არ ვიწყებთ, თუმცა მაგალითები გვასწავლის, ვინ იქცევა პირიქით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპს: ჩვენ ომს არ ვიწყებთ, თუმცა მაგალითები გვასწავლის, ვინ იქცევა პირიქით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის ბრალდებას პასუხობს იმის შესახებ, რომ თეირანი ერაყში ამერიკის ჯარზე თავდასხმას გეგმავს.

„არ შეგიყავნონ შეცდომაში ომის წამქეზებლებმა - ისევ დონალდ ტრამპი. ირანი მოქმედებს მხოლოს თავდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე. ჩვენ ომს არ ვიწყებთ, თუმცა მაგალითები გვასწავლის, ვინ იქცევა პირიქით“, - დაწერა ირანელმა დიპლომატმა Twitter-ზე და აშშ ტყუილში, თაღლითობასა და „ვერაგ მკველობებში“ დაადანაშაულა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და მისი სატელიტები ერაყში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას გეგმავენ.

3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. ის დაიღუპა სარაკეტო დაბომბვის შედეგად, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხად განახორციელა და რომლის ორგანიზებაშიც ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა. სულეიმანი უცხოეთში ირანის შეიარაღებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი და ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. მისმა მკვლელობამ შესაძლოა რეგიონში ვითარება რადიკალურად შეცვალოს.