ეკატერინე ტიკარაძე:  ვირუსის პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან

ეკატერინე ტიკარაძე:  ვირუსის პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან

პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა კატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქით, კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტიდან უმეტესობა უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან საკარანტინო ზონებიდან არიან.

„მივყვებით ჩვენს გეგმას და სიტუაციაც მაინც კონტროლირებადია, ვინაიდან, ამ 10 პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომელშიც არიან განთასებულები ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში ზარების შემოკვრის დროა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შესაძლოა, ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფოს გუნდის მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი. ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის პაციენტი გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში და ასევე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 გამოჯანმრთელებულია.

 

zazasaxo გამარჯობათ ვიცი და ჩარღმავებულად მესმის ჩვენი ქვეყნის და მსოფლიო უხილავი მტრის წინაშე გამოწვევების უფალი გვფარავდეს საქართველოს და მსოფლიოს მადლობა უფალს მადლობა ერს და ბერს საზღვარ გარეთ ჩარჩენილ არასლულ წლოვანი 5 წ.ბავშვი და ცოლის შესახებ მინდა ჩამეკითხა საგარეო საქმეთა სამინისტროზე და 6 ლ.ერთი ჩამა 20წუთი დარეკვით აუღებელი ყურმილით 15 მეორე ზარი განვახოციელე ხარჯი ხარჯია მძიმე სენით დაავადებული პირი გიკავშირდებით ტელეფონი ხომ შემიჩამა ჯანდაბას უბრალოდ არ მაღირსეთ ალო გისმენთ!!! გაითვალისწინეთ თქვენს მიერ ნათქვამი საგანგებო მდგომარეობაში ერთი პურის ფული არ მაქვს ც ჰეპატიტზე არ დამიწყეთ მკურნალობა წამლები არაა ჩამოსულიო ტელეფონიდან ამდენი უშედეგოდ არ გვიჩამოთ ეს ფული როგორ და რა ნაირად დაგიკავშირდეთ ბატონო საგარეო საქმეთა სამინისტროო? ჩემიმეილი zaza.saxokia.1974@mail.ru
4 წლის უკან