ნიუ-იორკის გუბერნატორის ძმას, რომელი CNN-ის წამყვანია, კორონავირუსი დაუდგინდა

ნიუ-იორკის გუბერნატორის ძმას, რომელი CNN-ის წამყვანია, კორონავირუსი დაუდგინდა

ტელეკომპანია CNN-ის წამყვანს და ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ძმას, კრის კუომოს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წამყვანი თავს კარგად გრძნობს და თავის გადაცემას საკუთარი სახლის სარდაფიდან წაიყვანს, სადაც კარანტინს გადის.

დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია კუომომ Twitter-ზე თავად გამოაქვეყნა.

„მქონდა კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც ვირუსი დაუდგინდათ. ციებ-ცხელება და სუნთქვის გაძნელება მქონდა. იმედია ბავშვებს და კრისტინას (ცოლს) არ გადავდე. ეს ავადმყოფობაზე უარესი იქნება“, – დაწერა კუომომ.

ძმის დიაგნოზის შესახებ გუბერნატორმა კუომომაც ისაუბრა.

„კორონავირუსი ჩემს ძმას, კრისს დაუდგინდა. ამის შესახებ დღეს დილით შევიტყვე. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. ახალგაზრდაა, კარგ ფორმაში, ძლიერი. არც თუ ისეთი ძლიერი, როგორც თავად ფიქრობს, მაგრამ კარგად იქნება“, – იხუმრა გუბერნატორმა.