იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა

იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა

იტალიაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

ცნობისთვის, შეზღუდვები 3 აპრილამდე მოქმედებდა,  თუმცა ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მისი გახანგრძლივება გადაწყდა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 101,739 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11,591 გარდაიცვალა, ხოლო  14,620 განიკურნა.