კარგი სიახლე! – ყველაზე კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა

კარგი სიახლე! – ყველაზე კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, კონტაქტური გახდა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი კლინიკა, რადგან პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული, ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებას აქვს, გახდა კონტაქტური და დღის ბოლომდე შეიძლება პაციენტი მოიხსნას აპარატიდან. ომში მეტწილად გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს. ჩატარებული კვლევით დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. გამარტივდა სუნთქვითი პარამეტრები. ამ დრომდე ქალბატონი ცოცხალია და იმედი გვაქვს ისიც მოიხსნება აპარატიდან“,- განაცხადა ლევან რატიანმა.