ლევან შენგელია: “როცა დიდი და გლობალური გასაჭირია ან დიდი, ზეამოცანა გვიდგას – მაშინ განსაკუთრებულად გაიბრწყინებს ხოლმე ქართული გენია”

ლევან შენგელია: “როცა დიდი და გლობალური გასაჭირია ან დიდი, ზეამოცანა გვიდგას – მაშინ განსაკუთრებულად გაიბრწყინებს ხოლმე ქართული გენია”

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან შენგელია სოციალურ ქსელში წერს:

“ეტყობა, ჩვენ, ქართველებს ასეთი ბედი და დანიშნულება გვარგუნა გამჩენმა – როცა კაცობრიობას არაფერი უჭირს ხოლმე და შედარებით ყველაფერი კარგადაა, ჩვენ სადღაც, მსოფლიოს ერთა შორის შუაში მივჩანჩალებთ და თუ არაფერს ვაშავებთ, არც არაფრით კარგით გამოვირჩევით! მაგრამ მაშინ, როცა ძალიან გაჭირდება ხოლმე საქმე, როცა კაცობრიობა არსებული ეტაპიდან რაღაც ახალზე უნდა გადავიდეს, როცა დიდი და გლობალური გასაჭირია ან დიდი, ზეამოცანა გვიდგას – მაშინ განსაკუთრებულად გაიბრწყინებს ხოლმე ქართული გენია, ხან ვეფხისტყაოსანს დავწერთ, ხან დიდგორში მოვატრიალებთ მსოფლიოს ბედის ჩარხს და მერე ისევ წყნარად და სხვისთვის შეუმჩნევლად– მხოლოდ ჩვენი მასშტაბის პრობლემებთან ბრძოლაში ვაგრძელებთ არაფრით გამორჩეულ არსებობას! ჩვენ მომავალშიც ბევრი დიდი საქმე გველის, ძმებო, და მტერიც და მოყვარეც ბევრჯერ დაინახავს რანი ვართ და რისთვის მოვსულვართ ამ ქვეყანაზე!”