ახალი გარემოება ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში - დღეს მოსამართლეს პირდაპირ პროცესზე აცნობეს, რომ სამართალდამცველებმა ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პიროვნება დააკავეს - გაბრიელ პავლიაშვილი და ვინმე ბეგიაშვილი. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსამართლემ პროცესი გადადო. მე შეგახსენებთ, ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასთან ერთად ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი - მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი და ხვიჩა საბაშვილი. ოქრუაშვილი საქართველოში 20 ნოემბერს დაბრუნდა. იგი საზღვარზე დააკავეს და გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.