ედუარდ ჯიშკარიანი: თუ გინდა ომი მოიგო? შენ ხალხს სიამაყე დაუბრუნეო.

ედუარდ ჯიშკარიანი: თუ გინდა ომი მოიგო? შენ ხალხს სიამაყე დაუბრუნეო.

სამხედრო ვეტერანი,ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს:

ამჟამად ვიმყოფები ერაყში ქალაქ ბასრაში, ვმუშაობ კერძო კომპანიაში კონტრაქტით. ვირუსის გავრცელების გამო, ისევე როგორც რეგიონში და თითქმის მთელ მსოფლიოში აქაც საგანგებო მდგომარეობის გარკვეული დონეა გამოცხადებული. დაკეტილია აეროპორტი და ყველა მასობრივი შეკრების ადგილები, მხოლოდ მცირე საკვები პროდუქტის მარკეტები მუშაობენ შეზღუდული დროით.

ისევე როგორც სხვა ბაზები, ჩვენი ბაზაც თითქმის დახურულ რეჟიმში განაგძობს მუშაობას, ძალიან მცირე კონტაქტით გარე სამყაროსთან. ბაზაზე იმყოფება თითქმის მთელი მსოფლიოს წარმომადგენლობა: დიდი ბრიტანეთი, სკანდინავია, ნიდერლანდები, სამხრეთ აფრიკა, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები, უკრაინა, რუსეთი, ყველა არაბული ქვეყნები, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ავსტრალია და აშ.

ბაზაზე ჯერჯერობით ვირუსით დაიმფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა მაგრამ ყველას აწუხებს ერთი კითხვა: თუ მოხდა და ვინმეს დაუფიქსირდა, რა ხდება?

პასუხი ერთია: ფრენები არ არის, ჩვენთვის აქ თვითფრინავს არავინ გამოგზავნის, ალბათ სადმე გადაგიყვანენ ბასრის კლინიკაში სადაც არანაირი სამედიცინო უზრუნველყოფა არ არის, თუ არის კიდევ კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული.

არ გვიმალავენ და ეგრევე გვეუბნებიან: ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ერთადერთი გზა არის რომ ძლიერი ორგანიზმი გაქვს და გაუძლებს.

რათქმაუნდა არ არის სახარბიელო მდგომარეობა და თან როცა ხედავ ასეთი ძლიერი ქვეყნის წარმომადგენლებიც უსუსურ მდგომარეობაში მყოფთ. შენ ამ პატარა საქართველოს წარმომადგენელს თითქოს რისი იმედი უნდა გქონდეს?!.

წეღან მიკავშირდება ერთი ნაცნობი და კომპეტენტური ადამიანი, რომელთან მანამდე არც თუ ისე ბევრი ურთიერთობა და ახლობლობა მაკავშირებდა, მომიკითხა, გამომკითხა თუ რამდენი ქართველია დაახლოებით ბასრაში სხვადასხვა ბაზებზე და ბოლოს მეუბნება:

არ ინერვიულოდ მანდ ბიჭებმა, თუ რაიმე ჩარტერული რეისი შესრულდება თქვენი ევაკუაციისთვის, ამის გეგმაც არის შემუშავებულიო.

სიამაყიდან გავიზარდე, არა, კიარ გავიზარდე, ჰაერში ავიწიე.

არ ვიცი ვინ თქვა მაგრამ მსმენია: თუ გინდა ომი მოიგო? შენ ხალხს სიამაყე დაუბრუნეო.

ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს.

არ ვიცი კონკრეტულად ვის, მაგრამ მადლობა ამისთვის.